Monday, July 11, 2016

პროექტი ''გაუფრთხილდით მწვანე ნარგავებს"-პორტფოლიო





ტრენინგის საშუალებით ვისწავლე, როგორ უნდა დაიგეგმოს პროექტი. გავეცანი გზამკვლევს, რომელიც დამეხმარება პროექტების მომზადებაში. ნათლად დავინახე რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტების როლი მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.

ავირჩიე თემა და ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით დავწერე მიზნები. გავეცანი შეფასების უამრავ ინსტრუმენტს დავინახე როგორ უნდა მოახდინო მოსწავლეთა დიფერენცირება. პროექტი უნდა იყოს მრავალმხრივ გაშლილი. მნიშვნელოვანი იყო დროში გაწერილი შეფასების გეგმის გაკეთება, რომელიც სრულყოფილად აჩვენებს რა ტიპის ნაშრომები და შეფასების ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული პროექტის დასაწყისში, მსვლელობის დროს და ბოლოს. ვისწავლე საინფორმაციო და სარეკლამო ბროშურების დამზადება. მინდა ავღნიშნო რომ პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარებას. ასევე 21–ე საუკუნის უნარების განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას. დავინახე რომ პროექტის საშუალებით მოსწავლეებს შეხება აქვთ ცხოვრებისეულ რეალურ პრობლემებთან. მას უხდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის უკეთ წარმართვაში.

Wednesday, July 6, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ მოდული5 აქტივობა 1-5,რომელიც ითვალისწინებდა შეფასებაზე მუშაობას.შევადგინეთ პორთფოლიოს რუბრიკა,გავეცანი როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა,როგორ ვიმუშაო და შევავსო შეფასების დაგეგმვის ცხრილი,როგორ მოვახდინო შეფასების დაგეგმვა.აღნიშნული მასალის გაცნობა და შესწავლა დიდ დახმარებას გამიწევს პროექტზე მუშაობის დროს.

Monday, July 4, 2016

ტრენინგის მე-6 დღეს მეცადინეობა მიმდინარეობდა მოდული 4 აქტივობა1-5-ით,რომელიც ითვალისწინებდა ისეთ საკითხებს როგორიცაა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შევსება,დაგეგმვა,ნაშრომის შექმნა.გავეცანით და ვისწავლეთ აგრეთვე როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროექტზე მუშაობის დროს.აღნიშნული მასალის გაცნობა და შესწავლა დიდ დახმარებას გამიწევს პროექტზე მუშაობის დროს.

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესო თემებით იყო დატვირთული.გავაცანით  უკუკავსირის პირობებს და მეთოდებს.გავეცანით ერთმანეთის პროექტებს.გავითვალისწინეთ გათვალისწინებული გარკვეული კრიტერიუმები და გავითამაშეთ უკუკავშირის სიმულაციები წყვილებში,რამაც კარგად დაგვანახა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები.უკეთესად გამოიკვეთა მიზნობრიობა და გავერკვიეთ პროექტის მსველობაში.გავეცანით საავტორო საავტორო უფლებებს,რათა არ მოხდეს ჩვენს პროეფტში საავტორო უფლების დარღვევა.ვეთანხმები აგრეთვე გამოყენებული ლიტერატურის აღნიშვნის აუცილებლობას,რადგანაც ინფორმირებული იყოს ყველა ის ადამიანი,რომელიც პროექტს გაეცნობა.გავეცანი საკომუნიკაციო საშვალებებს,რომელიც დამეხმარება თანამშრომლობის დროს.